ანალენა ბერბოკი თბილისში: როგორ გამოიყურება სამშვიდობო გეგმა - ეს არის რუსული სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, მკაფიო სიგნალი იყო, რომ საქართველომ გასული წლების განმავლობაში მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც ცალსახად ამბობს, ვინ არის აგრესორი - ეს არის რუსეთი, ვინ არის მსხვერპლი - ეს არის უკრაინა. „როგორ გამოიყურება სამშვიდობო გეგმა - ეს არის რუსული სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე“, - განაგრძო მინისტრმა.
 
 
„საქართველოს გადმოსახედიდან, ეს არის რეალობა, რომ რუსეთი უხეშად, პერმანენტულად არღვევს გაეროს ქარტიას. მეზობლებისთვის ეს უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე გეოგრაფიულად სხვაგან მდებარე ქვეყნებისთვის. „თუ გინდა, გახდე ევროკავშირის წევრი, უსაფრთხოების პოლიტიკაში უნდა ჩაერთო და ევროკავშირის გადმოსახედიდან, 12 პრიორიტეტია შესასრულებელი და საქართველოს მთავრობამ და ქართველებმა ზუსტად და მკაფიოდ გამოხატეს, გაუგზავნეს გზავნილი მსოფლიოს - სად დგანან“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.