პრემიერმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დებატები 10:0 მოუგო - კობახიძე

რემიერმა დღეს, კიდევ ერთხელ, დებატები 10:0 მოუგო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გააშიშვლა, უსუსური და ასევე, პირდაპირ ვიტყვი ცოტა უხეშად, უინტელექტო სახე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით იმყოფება.

„აშკარად ჩანს ინტელექტის დეფიციტი და ამ ყველაფრის გამოხატულებაა მათი პოლიტიკური პოზიციაც. აქ, ძალიან სერიოზული მიზეზშედეგობრივი კავშირია. 

ეს ყველაფერი აჩვენებს, რა ხდება რადიკალური ოპოზიციის მხარეს და რა ხდება უმრავლესობის მხარეს, პრემიერის მხარეს, სად არის ევროპა, სად არ არის ევროპა, სად არის განათლება, სად არ არის განათლება და ა.შ. მე მგონი, ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ძალიან ნათელია და კიდევ ერთხელ წარმოჩინდა დღევანდელი დებატების დროს“, - განაცხადა კობახიძემ.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში უსმენდნენ.