სალომე ზურაბიშვილი: ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ მეორე ფრონტს არავინ არ ამზადებს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთთან მიმართებით მთავრობის მხრიდან გარკვეული სიფრთხილის ესმის, თუმცა საქართველო რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ მეორე ფრონტს არავინ არ ამზადებს და ეს თემა არის საერთო თემა ხელისუფლების, არძინბასი, ლავროვის, სიმონიანის“.

„ეს ყველსთვის გასაკვირი ხო უნდა იყოს, რა მეორე ფრონტი და როდის იყო, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ომში გვიწვევდნენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა „ტვპირველის“ ეთერში. 

საიდან მოდის ეს შეთქმულების თეორიები, ზურაბიშვილმა ამ შეკითხვას ასე უპასუხა: ძალიან მარტივია, როცა ხარ ხელისუფლება... „რუსეთიდან ამ არგუმენტს იყენებენ აფხაზებზე, სეპარატისტებზე - თქვენ არ გაბედოთ რაიმეს ფიქრი, რადგანაც მობილიზაციამ გამოიწვია უკმაყოფილება, ასევე რუსეთის ზეწოლამ, გადასცენ ბიჭვინთა, აეროპორტი და სხვა ტერიტორიები. ამ ყველაფერმა გამოიწვია ხალხში პროტესტი, უკმაყოფილება“.