გერმანიის საელჩო: გერმანია მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საქართველოს დასახმარებლად

გერმანია მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საქართველოს დასახმარებლად, - ამის შესახებ გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში წერს, რითაც იგი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება.

„დატვირთული და ინტენსიური 24 საათის შემდეგ გუშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს დავემშვიდობეთ. მან საქართველო პოლიტიკური შეხვედრებიდან და ახალგაზრდობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრებისას მიღებული შთაბეჭდილებებით დატვირთულმა დატოვა.

მეხსიერებაში დარჩება შეხვედრები აქტიურ ადამიანებთან, რომლებიც დიდი სულისკვეთებით იღვწიან ქვეყნის ევროპული მომავლისათვის.

გერმანია მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას ამ გზაზე საქართველოს დასახმარებლად.

მადლობას ვუხდით ქალბატონ ბერბოკს საქართველოში ჩამოსვლისთვის და მოუთმენლად ველით მის შემდეგ ვიზიტს!“, - წერს გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში.