ინტოქსიკაცია სავარაუდოდ სპრეიმ გამოიწვია, რომელიც კლასში გაუშვეს, - ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში ერთი მასწავლებელი და ათამდე მეშვიდეკლასელი მოსწავლე, ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„იყო შემთხვევა როდესაც მასწავლებელს კლასში დაეწყო ხველება, ჩემამდე კლასში ავიდა მანდატური და მასაც დაეწყო ხველება, ბავშვებსაც ჰქონდათ ხველების ნიშნები და პრევენციის მიზნით გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება, მშობლები ინფორმირებული მყავს.
მოსწავლეები გადავიყვანეთ იაშვილის კლინიკაში და ახლა კარგად არიან. ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრიც ჩართულია. პოლიცია გამოვიძახეთ, რადგან დაგვეხმაროს დადგენაში რა მოხდა“- ამბობს სკოლის დირექტორი, ნატალია მგელაძე "ბათუმელებთან" საუბარში.