დედოფლისწყაროში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა.
დაშავებულების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.