ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემის სადავო რეფორმა გადადო

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლო რეფორმის სადავო გეგმის შესახებ პირველ განცხადებას აკეთებს მას შემდეგ, რაც ქვეყანა მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ამის შესახებ BBC წერს.

ნეთანიაჰუმ მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო. გადაწყვეტილებას ის ქვეყანაში განხეთქილების თავიდან აცილებისა და ფართო კონსენსუსის მიღწევის სურვილით ხსნის.

ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მისი მთავრობა არასოდეს დაუშვებს სამოქალაქო ომს.

მისივე თქმით, ქვეყანა კრიზისის წინაშე დგას, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ ერთობას.

„ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გამო, გადავწყვიტე გადავდო კენჭისყრა, რათა დრო დავუთმო დისკუსიებს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, რომელიც ნეთანიაჰუს პროექტის შეჩერებისკენ მოუწოდებდა.

  • ამავე თემაზე წაიკითხეთ: