მიგრაციის შესამცირებლად საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა, რადიკალური ოპოზიცია დასუსტდეს - კობახიძე

მიგრაციული სტატისტიკა არის რამდენჯერმე გაუმჯობესებული ჩვენს პერიოდში, რა თქმა უნდა, მიგრაციის არსებული მდგომარეობით ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი, რადგან ჯერ კიდევ იმაზე მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე უკან შემოდის, ეს არის პრობლემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„დემოგრაფია არის ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არის უარყოფითი მიგრაციული სალდო, ასევე არის რა თქმა უნდა ეკონომიკის ჯერ კიდევ სუსტი მდგომარეობა. ორი წლის წინ ჩვენი ეკონომიკა იყო 4 250 დოლარი, შარშან, წლის ბოლოს ანუ ორი წლის თავზე იყო 6 800 დოლარი, ანუ გაუმჯობესება არის სერიოზული, მაგრამ ჯერ კიდევ 6 800 დოლარია ჩვენი ეკონომიკა შარშანდელი მონაცემებით. ამ წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა გახდება დაახლოებით 8 000 დოლარი, თანდათანობით იზრდება ეკონომიკა, რაც დადებითად აისახება მიგრაციაზე, მაგრამ ამას სჭირდება თავისი დრო. ამიტომ, იმისთვის, რომ მიგრაცია შემცირდეს, საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, ეკონომიკური წინსვლა რომ იყოს, საჭიროა მშვიდობა, იმისთვის რომ იყოს მშვიდობა, საჭიროა, რადიკალური ოპოზიცია დასუსტდეს. ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.