არ გვინდა, სალომე ზურაბიშვილთან კინკლაობაში შევიდეთ - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრთხილდებიან და სალომე ზურაბიშვილთან კინკლაობაში არ შევლენ.

„სამწუხაროდ, ქალბატონი სალომეს მხრიდან ხშირად კეთდება ხოლმე გაუგებარი განცხადებები. შეიძლება აქაც მოვისმინოთ ასეთი განცხადებები. ვნახოთ, ჩვენ დაველოდებით ამ ყველაფერს. არ გვინდა, რომ პრეზიდენტთან კინკლაობაში შევიდეთ იმის გამო, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს.

შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში თავად არ უფრთხილდებოდეს პრეზიდენტი პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ჩვენი ვალია, რომ გავუფრთხილდეთ პრეზიდენტის ინსტიტუტს. აქედან გამომდინარე, მასთან ერთგვარ კინკლაობაში არ შევალთ",- აცხადებს ირაკლი კობახიძე.