მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სასროლეთზე სნაიპერთა სასწავლო შეკრება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სნაიპერთა პირადმა შემადგენლობამ მთიან და დასახლებულ რაიონში სტრესული სროლები განახორციელა. სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღისა და ღამის განმავლობაში, რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უნარ-ჩვევების დახვეწას ისახავდა მიზნად.