ამერიკის ჯარები ავღანეთიდან წლის ბოლომდე გავლენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ჯარებმა ავღანეთი წლის ბოლომდე უნდა დატოვონ.

ამის შესახებ ტრამპმა "ტვიტერში" მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითებში განაცხადა, რომ 2021 წლის დასაწყისისთვის ავღანეთში აშშ-ის ჯარების რაოდენობა ხუთიდან ორნახევარ ათასამდე შემცირდება.

ამერიკელი სამხედროების გასვლა ავღანეთიდან გათვალისწინებულია შეთანხმებით აშშ-ს, ავღანეთის მთავრობასა და რადიკალურ მოძრაობა თალიბანს შორის. შეთანხმება თებერვალში შედგა.

ის ითვალისწინებს ამერიკელი სამხედროების მთლიანად გაყვანას ავღანეთიდან 2021 წლის მაისამდე, რის სანაცვლოდაც თალიბებმა პირობა დადეს, რომ იბრძოლებენ ისლამისტებთან და მოლაპარაკებებს გამართავენ ავღანეთის მთავრობასთან.