ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჩარლი ფლენეგანი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ინფორმაციული განახლება და დისკუსიები საქართველოში ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზე ნიკოლოზ სამხარაძესთან, მაია ბითაძესა და დავით სონღულაშვილთან. ფართო სპექტრის რეფორმების პროგრამა კარგად მიმდინარეობს. საქართველოს მომავალი მტკიცედ არის დაკავშირებული ევროკავშირის ოჯახთან“, – წერს ჩარლი ფლენეგანი „ტვიტერზე“.