საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში დღეს გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში დღეს გამოვა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა, 31 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.

პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ.

ამის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება.