ოკუპირებულ სოხუმში პირველმა საკონტეინერო მატარებელმა გაიარა - მედია

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე პირველად ჩავიდა საკონტეინერო მატარებელი 62 კონტეინერითა და 2700 ტონა ტვირთით. შესაბამის ინფორმაციას sova.news-ი ავრცელებს.

სავარაუდოდ, თურქეთში რუსული ან ჩინური ტვირთი იგზავნება.

მედია წერს, რომ აფხაზურ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული ვიდეოდან ჩანს, რომ კონტეინერები Smartlog-ს ეკუთვნის. ეს არის რუსული კომპანია, რომელიც საკონტეინერო მატარებლების ორგანიზებას უზრუნველყოფს.


კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია ტვირთის გადაზიდვას შემდეგ მარშრუტებზე უზრუნველყოფს:

  • ჩინეთი - ყაზახეთი / თურქეთი - ჩინეთი
  • რუსეთი – ცენტრალური აზია/აზია-წყნარი ოკეანე – რუსეთი
  • ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი
  • ჩრდილოეთი - სამხრეთი
  • ჩინეთი - ევროპა - ჩინეთი
  • ჩინეთი - უზბეკეთი - ჩინეთი