ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ უკრაინისთვის საბრძოლო შვეულმფრენების გადაცემა დაამტკიცა, იტყობინება ადგილობრივი მედია Fokus 30 მარტს.
მთავრობის განცხადებაში არ აკონკრეტებენ ვერტმფრენების არც რაოდენობას და არც ტიპს.
თუმცა 26 მარტს, ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრმა სლავიანკა პეტროვსკამ ისაუბრა ამ თემაზე.
პეტროვსკამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს ჩრდილოეთ მაკედონიის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებზე.
2022 წლის ივლისის ბოლოს, ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინას T-72 ტიპის ტანკებს და სუ-25 ტიპის თვითმფრინავებს გადასცემს.