პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემისთვის წვრთნები დაასრულეს.
პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა 30 მარტს განაცხადა, რომ 65 უკრაინელმა ჯარისკაცმა დაასრულა სწავლება ოკლაჰომაში და ისინი უკვე დაბრუნდნენ ევროპაში.
შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინას დეკემბრის ბოლოს მიაწოდებს Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემას. ეს სისტემა არის ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის იარაღი მის არსენალში, რომელსაც კიევი დიდი ხანია ითხოვს.