რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ჩანაწერს მოიცავს

მოსკოვის თანამშრომლობა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფციის თემაა.

„რუსეთი აპირებს ხელი შეუწყოს „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საერთაშორისო განვითარებას“, ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნების, დსთ-ს წევრი ქვეყნების განვითარებას, რომლებიც ინარჩუნებენ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს რუსეთთან, ასევე განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც ახორციელებენ კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

კონცეფციაში მოსკოვი აცხადებს, რომ უზრუნველყოფს სტაბილურობას მათ შორის „ფერადი რევოლუციების შთაგონების“ მცდელობების ჩახშობის გზით.

რუსეთი ასევე აპირებს, „პრიორიტეტულად მიიჩნიოს „აფხაზეთის რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა და „საერთაშორისო სამართლის საფუძველზე“ ამ სახელმწიფოების ხალხების ნებაყოფლობითი არჩევანის ხელშეწყობა რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავების სასარგებლოდ“.

პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა.