ფინეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო ბარიერი არ მოქმედებს ფინეთის პარლამენტში შესასვლელად, მაგრამ უნდა მიიღონ ხმების სულ მცირე 2%, რათა სახაზინო დახმარებით ისარგებლონ. სკანდინავიური ქვეყნის ერთპალატიან საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა, 22 პოლიტიკური პარტიიდან სულ 2424 კანდიდატს სურს.
ხმის მიცემა ფინეთის 18 და მეტი ასაკის ყველა მოქალაქეს შეუძლია. შექმნილია დაახლოებით 2000 საარჩევნო უბანი, რომლებიც დილის 9:00 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ.
ამჟამინდელ მთავრობას პრემიერ-მინისტრ სანა მარინის პარტია და კიდევ ოთხი პარტია ხელმძღვანელობენ - ცენტრისტული პარტია, მწვანე ლიგა, მემარცხენე ალიანსი და შვედეთის სახალხო პარტია.
სულ 19 მინისტრია. სოციალ-დემოკრატების პარტიამ 2019 წლის არჩევნების შემდეგ შვიდი მინისტრის პორტფელი მიიღო, კოალიციის მეორე უმსხვილესი პარტნიორს - ცენტრისტულ პარტიას კი, ხუთი მინისტრი ჰყავს. მისი 39 წლის ლიდერი ანნიკა საარიკო ფინანსთა მინისტრად 2021 წლის მაისიდან მუშაობს. მწვანე ლიგას, რომლის ლიდერია მარია ოჰისალო და რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2019-2021 წლებში იკავებდა, სამი მინისტრის პოსტს იბარებს.
მემარცხენე ალიანსის ლიდერი ლი ანდერსონი, ამავდროულად, ქვეყნის განათლების მინისტრად მუშაობს. პარტიას ჰყავს ორი მინისტრი კაბინეტში, ისევე როგორც შვედეთის სახალხო პარტიას.