მონტენეგროს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, იაკოვ მილატოვიჩმა, კვირას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების ნახევარზე მეტი, 60,1% მოიპოვა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მოქმედმა პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა - 39,9%.
37 წლის მილატოვიჩს განათლება დასავლეთში აქვს მიღებული. მისი საარჩევნო დაპირების თანახმად, გაუმჯობესდება ცხოვრების დონე და გაძლიერდება კავშირები ევროკავშირთან.
„ამ დღეს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ველოდებოდით“, - განუცხადა მილატოვიჩმა მომხრეებს დედაქალაქ პოდგორიცაში, მისი მემარჯვენე ცენტრისტული მოძრაობის (Europe Now Movement) შტაბ-ბინაში.
„მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ წავიყვანეთ მონტენეგროს ევროკავშირისკენ”, - აღნიშნა მილატოვიჩმა.
16 მარტს პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა პარლამენტი დაითხოვა. მანამდე კი, პარლამენტში მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებას 90 დღის განმავლობაში ვერ მიაღწიეს.