„ლიეტუვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თანმიმდევრული მხარდამჭერია. გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს თავის მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი“, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიტანას ნაუსედას თქმით, ევროკავშირის წევრობისკენ გზა არ არის მოკლე და მარტივი, ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა, ხელშესახები რეფორმები, რომლებსაც კეთილდღეობა მოაქვს ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის.
„ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა გახდება მაკონსოლიდირებელი, რომ განახორციელოს რეფორმები“, - გნააცხადა ნაუსედამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.