ფინეთი NATO-ს ხვალ, 4 აპრილს შეუერთდება, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
„ეს ისტორიული კვირაა. ხვალ მივესალმებით ფინეთს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს შორის“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
ფინეთი პრეზიდენტი საული ნიინისტო გაემგზავრება ბრიუსელში, რათა მონაწილეობა მიიღოს ალიანსში გაწევრიანების ოფიციალურ ცერემონიაში, რომელიც NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართება.
31 მარტს თურქეთი გახდა NATO-ს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის NATO-ს ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. კანონმდებლებმა ხუთშაბათს ერთხმად დაუჭირეს მხარი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანებას.
ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ მადლობა გადაუხადა NATO-ს წევრ ქვეყნებს „ნდობისა და მხარდაჭერისთვის“.
გადაწყვეტილებას მიესალმა NATO-ს გენერალური მდივანი.
შეგახსენებთ, ფინეთმა და შვედეთმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ანკარას პრეტენზიები რჩება შვედეთის მიმართ, რის გამოც მისი გაწევრიანების რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია. იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესიც მალე დასრულდება.