უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 2,7 მილიარდი დოლარის ტრანში მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო იუწყება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, (EFF) პროგრამა ორ ეტაპად იყოფა. პირველი ფრაზა 2023-2024 წლებში განხორციელდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) უკრაინისთვის ოთხწლიანი სასეხო პროგრამა პირველ აპრილს დაამტკიცა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით, 15,6 მილიარდი დოლარია, ეს თანხა საერთო ჯამში $115 მილიარდიანი პაკეტის ნაწილია.
IMF აცხადებს, რომ დაახლოებით, 2,7 მილიარდი დოლარი დაუყოვნებლივ გამოიყოფა, რათა უკრაინამ ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნოს.
უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ჩვენ ერთად, მხარს ვუჭერთ უკრაინის ეკონომიკას. და ჩვენ წინ მივდივართ გამარჯვებისკენ“, - წერდა ზელენსკი Twitter-ზე.
დეკემბრის დასაწყისში, მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ღირებულება 600 მილიარდ ევროს შეადგენს.