დანიის ენერგეტიკის სააგენტოს ცნობით, დანია უკრაინაში დიდი რაოდენობით ენერგოტექნიკას გაგზავნის.
„ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ენერგეტიკული პარტნიორობის ფარგლებში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გასულ თვეში უკრაინაზე რუსეთის დიდმა თავდასხმებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ნათქვამია დანიის ენერგეტიკის სააგენტოს განცხადებაში.
ენერგეტიკის მინისტრი ლარს აგარდი შემდგომში უკრაინელ კოლეგას გერმან გალუშჩენკოს გრძელვადიან და მოკლევადიან დახმარებაზე შეუთანხმდა, ნათქვამია განცხადებაში.
აღჭურვილობა უკრაინაში ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის ინფრასტრუქტურის აღსადგენად იქნება გამოყენებული.