ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი არის ევროპარლამენტის ინდივიდუალური წევრი. მას თავისუფლად შეუძლია, ჩამოვიდეს აქ, საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკას, მარტში გამართული აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლასთან დაკავშირებით.
„ის თავად იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიდის, რომელ ადგილებში. ასე რომ, კომენტარის სახით სათქმელი არაფერი მაქვს“, - განაცხადა ელჩმა მედიასთან IPN-ის ცნობით.