აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაკავებულია, სასამართლოს მიერ ბრალის ოფიციალურად წარდგინებამდე. მედია წერს, რომ დაკავების ფარგლებში, ტრამპს თითის ანაბეჭდებს აუღებენ. ნიუ-იორკის სასამართლოში მისულ ტრამპს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.
- CNN წერს, რომ სასამართლოში მისვლის შემდეგ, დონალდ ტრამპი ოფიციალურად, ბრალის წაყენების პროცესის დროს დაკავებულია.
ტრამპი დაესწრება სასამართლო სხდომას, სადაც სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებებს წაიკითხავენ. დაკავების დროს ტრამპს ხელბორკილები არ დაადეს, რადგან ყოფილი პრეზიდენტის სტატუსით სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.
უფრო ადრე, ყოფილმა პრეზიდენტმა Truth Social-ში გამოქვეყნა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ მანჰეტენისკენ მიემართება.
„ვაუ, ისინი ჩემს დაკავებას აპირებენ. არ მჯერა, რომ ეს ამერიკაში ხდება”, - დაწერა დონალდ ტრამპმა.
- ამერიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ამჟამინდელ ან ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებას წარუდგენენ.
- დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა
31 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს ამერიკის 45-ე პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას.