ჩვენ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით ვდგავართ მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა - ბლინკენი

„ჩვენ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით ვდგავართ მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, დღეს ოთხი ქართველი ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირის მიმართ განისაზღვრა სანქცია  მნიშვნელოვანი კორუფციისთვის, რაც მათ შეერთებულ შტატებში შესვლის უფლებას ართმევს.

„ჩვენ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით ვდგავართ მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა”, - წერს ენტონი ბლინკენი.

ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.