NATO ბელორუსს აფრთხილებს

რუსეთი უკრაინას ბელორუსის გავლით უტევს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბელორუსი რუსეთის პლატფორმად იქცა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ბელორუსს მოუწოდა, არ მიიღოს მონაწილეობა ამ ომში.

სტოლტენბერგმა აღშნიშნა, რომ უკრაინისადმი NATO მხარდაჭერა გაგრძელდება.

„ბელორუსი იყო და რჩება პლატფორმად, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებში. მათ შეჭრა ნაწილობრივ ბელორუსიდან წამოიწყეს, ხოლო ბელორუსიდან რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ჩვენი გზავნილი ბელორუსისადმი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ისინი არ უნდა იყვნენ უშუალოდ ჩართულნი (ომში) და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რომელიც მას სჭირდება აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ამ ომის მოსაგებად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.