არ მგონია, რომ სანქციები მემუქრებოდეს - ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვემსახურები, ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, რომელი ქვეყანა შემიშვებს და რომელი არა, ეს ჩემთვის მეასე ხარისხოვანია, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის.
ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვემსახურები, ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, არა ომი, არამედ მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური განვითარება, საქართველოს თითოეული მოქალაქის და მისი სტუმარი ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. რომელი ქვეყანა შემიშვებს და რომელი არა, ეს ჩემთვის მეასეხარისხოვანია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.