თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
“თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება. 2011 წელს, როდესაც მე გადაწყვეტილება მივიღე პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იქიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარებაც იყო, თორემ მე რა მინდოდა პოლიტიკაში, აბსოლუტურად ყველანაირად შეძლებულად ვცხოვრობდი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი ქვეყნის და სამშობლოს სიყვარულის გამო, იმ ვითარების გამო, თუ რაც ხდებოდა ქვეყანაში. ეს ნაბიჯი გადავდგი და არ ვნანობ.
მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დღესაც მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს და ჩემს ხალხს”, - განაცხადა კალაძემ.