„საუბარი იყო დამატებით ნაბიჯებზე, როგორ უნდა დაეხმაროს აშშ პარლამენტს, რომ სასამართლოს რეფორმა გაგრძელდეს, ეს და მათ შორის კორუფციასთნ ბრძოლა, 12 რეკომენდაციის ნაწილია“, - ამის შესახებ ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა.
„ჩვენ გვქონდა საუბარი იმ დამატებით ნაბიჯებზე, როგორ უნდა დაეხმაროს აშშ პარლამენტს, რომ სასამართლოს რეფორმა გაგრძელდეს, ეს და მათ შორის კორუფციასთნ ბრძოლა, 12 რეკომენდაციის ნაწილია. ჩვენ ვიცით, არსებობს ვენეციიის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შესრულდეს და ერთ-ერთი საკითხია იუსტიციის საბჭოს რეფორმირება. ამ მიმართულებით მეტია გასაკეთებელი.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, სავიზო აკრძალა იმოქმედებს თუ არა უარყოფითად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის დადებითი ნაბიჯი და შესაძლებლობა და შანსი, რომ სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციაზე ბრალდებები მოგვარდეს. ასევე, უპასუხოს გამოწვევებს“, - აღნიშნა ელჩმა.
ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 100%-ით ყალბია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დასავლეთს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს.
„ამ საკითხზე რამდენჯერმე გავაკეთე კომენტარი. ძალიან შემაშფოთებელია, რომ მსგავსი კონსპირაციული თეოროები გვესმის მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან“,- განაცხადა ელჩმა.