დოკუმენტური ფილმის კონტექსტში, რომელიც მალე გამოვა ეკრანებზე, რომის პაპი ფრანცისკე განიხილავს სქესობრივი კავშირის უპირატესობებს და ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარი, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანს.
დოკუმენტური ფილმი კათოლიკური ეკლესიის მოდერნიზაციის მცდელობის ნაწილია, რომლის ხელმძღვანელიც 20 წლამდე ასაკის 10 ადამიანის კითხვებს პასუხობს.
კერძოდ, რომის პაპმა ფრანცისკემ "დისნეი +" - ის დოკუმენტურ ფილმში, "პასუხობს პაპი" ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა.
მას ჰკითხეს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ლგბტ უფლებებზე, აბორტზე, პორნო ინდუსტრიაზე, სექსზე. რწმენაზე, ასევე სექსუალურ ძალადობაზე კათოლიკურ ეკლესიაში. აბორტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ მღვდლები უნდა იყვნენ მოწყალენი ქალების მიმართ, რომლებმაც ორსულობის შეწყვეტა გადაწყვიტეს, მაგრამ ეს პრაქტიკა მიუღებელია.
„ყველა ადამიანი ღვთის შვილია. ღმერთი არავის უარყოფს, ღმერთი მამაა და მე არ მაქვს უფლება, ვინმე ეკლესიიდან განვდევნო“, - განაცხადა რომის პაპმა.