საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად, გაბალის მომსახურების ცენტრში, ASAN Service-ში იმყოფებოდა, – ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა მომსახურების ცენტრი დაათვალიერა და მუშაობის პრინციპს გაეცნო.
ASAN Service-ის ცენტრები სახელმწიფო უწყებების მიერ გასაწევი სერვისების ერთიან და კოორდინირებულ განხორციელებას უზრუნველყოფენ. სერვისცენტრების ფუნქციონირება ეფუძნება ოპერატიულობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობისა და კომფორტის პრინციპებს.