პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების შესაძლო გასაჯაროებასთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. შიდა მოკვლევა მიმდინარეობს პენტაგონშიც, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
მათივე ცნობით, აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დოკუმენტების გაჟონვის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი ან პრორუსული ელემენტები დგანან.
დოკუმენტები მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე პერიოდით არის დათარიღებული და გრიფით საიდუმლოა, მოიცავს დეტალურ ინფორმაციას შეიარაღებისა და სხვა აღჭურვილობის უკრაინისთვის მიწოდებასა და გრაფიკზე.
ანონიმური წყაროს თქმით, აღნიშნული დოკუმენტები რედაქტირებულია და მათში რუსული მხარის მსხვერპლის რიცხვი გამიზნულად არის შემცირებული. ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტში დაღუპული რუსი სამხედროები რიცხვი 16 ათასიდან 17 500-მდეა დასახელებული, მაშინ როდესაც აშშ-ის ხელისუფლება ოფიციალურ განცხადებებში 200 ათასს დაღუპულზე საუბრობს.