ირაკლი ღარიბაშვილი: დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში

აშშ-ის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსამართლეებს მხარდაჭერა გამუცხადა. მისი თქმით, ასევე დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა „ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“.

„ჩემი მთავარი გზავნილი - მე როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან გავლენა მოსამართლეებზე, მით უმეტეს სუვერენული ქვეყნის სასამართლოსა და მოსამართლეებზე“, - განაცხადა ღარიბავილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ.