Microsoft-ი ყაზახეთში რეგიონული ჰაბის გაფართოებას გეგმავს, რომელიც ასევე დაფარავს აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, მონღოლეთსა და პაკისტანს. ხსენებული საკითხი ყაზახეთის ციფრული განვითარების მინისტრ ბაღდატ მუსინსა და Microsoft-ის აღმასრულებელ დირექტორს შორის ორმხრივი შეხვედრის დროს განიხილეს.
ბაღდატ მუსინის თქმით, პრეზიდენტმა თოყაევმა ლოკალური ჰაბის გაფართოების საკითხი ნიუ-იორკში მისი ვიზიტის დროს, Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტ მიშელ სიმონსთან განიხილა.
„ეს საშუალებას მისცემს ყაზახეთს, გახდეს ტექნოლოგიებისა და მოწინავე გადაწყვეტილებების მიზიდულობის ცენტრი რეგიონის მასშტაბით.
ამრიგად, როგორც Microsoft-ის ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი, ჰაბი შეძლებს, გახდეს მამოძრავებელი ძალა განვითარებისთვის. ჰაბი შეძლებს, გახდეს ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ეროვნული ეკონომიკის გაძლიერების მამოძრავებელი ძალა, წარმოებისა და ექსპორტის სტიმულირებით“, - აღნიშნა მუსინმა აზერბაიჯანული მედიის ცნობით.