აზერბაიჯანში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს კიბერუსაფრთხოების სერვისის პროვაიდერის დაფუძნება აეკრძალება.
ცვლილების თანახმად, კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის სუბიექტებისთვის კიბერუსაფრთხოების სერვისების მიმწოდებლის დამფუძნებელი და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ასევე, კრიტიკული ინფორმაციის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების პროვაიდერის საქმიანობის ხელმძღვანელი და ამ საქმიანობაში ჩართული სხვა თანამშრომლები უნდა იყვნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები.
ცვლილებების პროექტი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და მიიღეს.