CIA-ს დირექტორი: რუსეთი თავს ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევის რისკის ქვეშ აყენებს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბარნსმა განაცხადა, რომ რუსეთს ჩინეთის „ეკონომიკურ კოლონიად“ გადაქცევა ემუქრება, რადგან მისი დასავლეთისგან იზოლაცია უკრაინაში შეჭრის შემდეგ ღრმავდება,

მისი შეფასებით, რუსეთი სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ჩინეთზე და, გარკვეული თვალსაზრისით, თავს დროთა განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევისა და ენერგორესურსების და ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებულების რისკის ქვეშ აყენებს.

ბარნსის თქმით, რუსეთი, შესაძლოა, ჩინეთში ენერგორესურსების და ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებული გახდეს.