თეგი: CIA
CIA-ს დირექტორის თქმით, პუტინის აზროვნება ომის მეორე ფაზას უფრო სარისკოს აქცევს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ომის მეორე ეტაპზე ბევრი რამ დადო სასწორზე. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, CIA-ის დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, პუტინის ეს აზროვნება აქცევს შეტევის მეორე ფაზას სულ მცირე სარისკოს და შესაძლოა, უფრო სარისკოსაც კი, ვიდრე ომის პირველ ეტაპს. CIA-ს დირექტორი უკრაინაში საშინელი „მომავალი რამდენიმე კვირის“ შესახებ საუბრობს „მას არ სჯერა, რომ წაგების უფლება აქვს. ვფიქრობ, ის ახლა დარწმუნებულია, რომ შეიარაღებული ძალების გაორმაგება მაინც მისცემს პროგრესის მიღწევის საშუალებას“, - განაცხადა ბერნსმა პუტინის შესახებ ვაშინგტონში Financial Times-ის ღონისძიების დროს. ბერნსმა ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტის ბირთვულ ომში გადაყვანის რისკი სათანადოდ უნდა შეფასდეს მეორე ფაზაში, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის დაზვერვა ამ ეტაპზე ვერ ხედავს „პრაქტიკულ მტკიცებულებებს რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების დაგეგმვის შესახებ“. „ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის ხელძღვანელობის კომენტარები - არ შეგვიძლია, რომ მსუბუქად მივიღოთ ეს ყველაფერი, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც ფსონები ძალიან მაღალია პუტინის რუსეთისთვის და ასეთი რისკები (ბირთვული ომის) კონფლიქტის მეორე ეტაპზე სერიოზულია და ის უნდა იყოს გათვალისწინებული“, - განაცხადა ბერნსმა. ბერნსმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის კონფლიქტმა უკრაინაში გავლენა მოახდინა ჩინეთის გათვლებზე, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ „როგორ და როდის“ აპირებს ტაივანზე კონტროლის მცდელობას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჯო ბაიდენი: ჩვენი დაზვერვის წარმოუდგენელი მუშაობის წყალობით, ჩვენ შევძელით მსოფლიოს გაფრთხილება, თუ რას გეგმავდა პუტინი უკრაინაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში პუტინის გეგმების შესახებ გაფრთხილებისთვის CIA-ს მადლობა გადაუხადა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, CIA-ს მიერ შეკრებილმა სადაზვერვო ინფორმაციამ გამოავლინა პუტინის გეგმები და ვაშინგტონს საშუალება მისცა, ომის შესახებ გაეფრთხილებინა სხვა ქვეყნები. „ჩვენი დაზვერვის სამსახურების პროფესიონალების წარმოუდგენელი მუშაობის წყალობით, ჩვენ შევძელით მსოფლიოს გაფრთხილება, თუ რას გეგმავდა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა Reuters-ის ცნობით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
CIA-ს დირექტორი: რუსეთი თავს ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევის რისკის ქვეშ აყენებს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბარნსმა განაცხადა, რომ რუსეთს ჩინეთის „ეკონომიკურ კოლონიად“ გადაქცევა ემუქრება, რადგან მისი დასავლეთისგან იზოლაცია უკრაინაში შეჭრის შემდეგ ღრმავდება, მისი შეფასებით, რუსეთი სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ჩინეთზე და, გარკვეული თვალსაზრისით, თავს დროთა განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევისა და ენერგორესურსების და ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებულების რისკის ქვეშ აყენებს. ბარნსის თქმით, რუსეთი, შესაძლოა, ჩინეთში ენერგორესურსების და ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებული გახდეს.
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ტელეგრამ-არხი შექმნა და რუსეთის მოქალაქეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (CIA) ტელეგრამ-არხი შექმნა და გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მოუწოდებს რუსებს, ინფორმაცია გაუზიარონ უწყებას. ორწუთიანი ვიდეოს გმირები არიან საჯარო მოხელეები ან ადამიანები, რომლებსაც წვდომა აქვთ დოკუმენტებზე. სააგენტომ ასევე გამოაქვეყნა ვიდეოინსტრუქცია, თუ როგორ უნდა დაუკავშირდნენ მას უსაფრთხოდ. 16 მაისს, დილით, ტელეგრამის არხი თითქმის 700-მა ადამიანმა გამოიწერა, იუწყება RBK. „თქვენი ინფორმაცია შეიძლება, იმაზე უფრო ღირებული იყოს, ვიდრე ფიქრობთ“, - ნათქვამია CIA-ის ტელეგრამ-არხზე. პროექტში ჩართულმა CIA-ს ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ უკრაინის ომმა რუსეთის მოქალაქეებისთვის შექმნა უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა, თავად დაამყარონ კონტაქტი შეერთებულ შტატებთან. „ჩვენ გვინდოდა, რუსებისთვის მათსავე ენაზე გვეთქვა, რომ ვიცით, რის გადატანა უწევთ“, - ამბობს CIA-ის წარმომადგენელი ანონიმურობის პირობით. CIA მიიჩნევს, რომ უკრაინის ომმა კარგი საფუძველი შექმნა იმ რუს ბიზნესმენებთან, დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც უკმაყოფილონი არიან კრემლის ამჟამინდელი პოლიტიკით. CIA ელოდება მის მიმართ მიმართვებს, უპირველეს ყოვლისა, სამხედროებისგან, რუსეთის დაზვერვის ჩინოვნიკებისგან, დიპლომატებისგან, მეცნიერებისგან და ნებისმიერი ადამიანისგან, ვისაც აქვს ინფორმაცია რუსეთის ეკონომიკის ან მთავრობის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ საკითხის კომენტირებისას RBK-ს განუცხადა, რომ „ძალიან მოსახერხებელი რესურსია მათი თვალთვალისთვის, ვინც [CIA-ს] მიმართავს“. ინფორმაციისთვის, შარშან ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარი მოქმედებების დროს მტრის მხარეზე გადასვლას ღალატთან აიგივებს. სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა მუხლი, რომელიც სასჯელს ითვალისწინებს უცხოეთის სადაზვერვო სამსახურებთან რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული „კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის“. ეს მუხლი თავისუფლების რვა წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
CIA-ს დირექტორი: პრიგოჟინი რომ ვიყო, საჭმლის დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორს, უილიამ ბერნსს სჯერა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ამჟამად მინსკში, ბელორუსში იმყოფება, როგორც ეს მის ბოლო ვიდეოში ჩანს. „ის ცოტათი გადაადგილდა. ვფიქრობ, ბოლო დროს მინსკში იყო. დარწმუნებული არ ვარ, რომ მინსკის გარეუბანში პენსიაზე გასვლას გეგმავს, მაგრამ მან დრო რუსეთშიც გაატარა", - განაცხადა ბერნსმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე. ბერნსი ხაზს უსვამს, რომ გაკვირებული იქნება, თუ პრიგოჟინი გადაურჩება შემდგომ შურისძიებას, რადგან პუტინი, „ანგარიშსწორების უკანასკნელი მოციქულია.“ „პრიგოჟინი რომ ვიყო, ჩემს საჭმლის დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი," - აღნიშნა ბერნსმა. ბერნსის განცხადებით, რუსეთის ელიტაში და მის ფარგლებს გარეთ ახლა ბევრი უკმაყოფილებაა და დაზვერვის სამსახური არ კარგავს შესაძლებლობას, რომ ამით ისარგებლოს.
CIA-ს ყოფილი დირექტორი: რუსეთი ახლა სავარაუდოდ, „ვაგნერის“ ხელში ჩაგდებას ეცდება
აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა და CIA-ს ყოფილმა დირექტორმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, რუსეთი შეეცდება, ხელში ჩაიგდოს „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფი მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, „დიდი ალბათობით, ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა.“ „ვფიქრობ, ისინი ძალიან შეშფოთებულნი იქნებიან იმით, თუ ეს ბიჭები ძირითადად დამოუკიდებლად გააგრძელებ ოპერირებას. ასე რომ, არ გამიკვირდება, თუ ისინი დაიწყებენ ვაგნერის გაკონტოლებას აფრიკაში, აზიაში და სადაც არ უნდა იყოს ის განთავსებული. ვფიქრობ, რომ „ვაგნერის“ ჯგუფში მყოფმა პირებმა უნდა იზრუნონ საკუთარ ცხოვრებაზეც,“ - განუცხადა პენატამ CNN-ს. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო შეგახსენებთ, რუსეთის ტვერის ოლქში ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და „ვაგნერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი უტკინი იყვნენ. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
CIA-ის დირექტორი ისრაელში ჩავიდა
CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი დაზვერვის მაღალჩინოსნებთან ერთად, ისრაელში ჩავიდა. ინფორმაციას The Washington Post-ი აქვეყნებს. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ს) დირექტორს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოლაპარაკებების აქვს დაგეგმილი. ბერნსი ღაზის სექტორში მიმდინარე ომის თემას, „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებასა და ისრაელ - “ჰამასის“ ომის ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაზრდის თავიდან აცილების საკითხებს განიხილავს. ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მოკავშირეების მეშვეობით, ირანსა და “ჰამასს“ გაფრთხილების სიგნალს უგზავნის, რომ ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ სამხედრო პასუხისთვის მზად იქნება. საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებზე შეტევები გახშირდა.
CIA-ს დირექტორი: უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა აშშ-სთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნებოდა
„პუტინის მიერ წარმოებული ომი, რუსეთისთვის მრავალ დონეზე უკვე მარცხია. მისი თავდაპირველი მიზანი კიევის დაპყრობა და უკრაინის დამორჩილება, სულელური და მოჩვენებითი აღმოჩნდა. მისმა სამხედროებმა დიდი ზიანი განიცადეს. სულ მცირე 315,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა, განადგურდა რუსეთის ტანკების ომამდელი მარაგის ორი მესამედი, ხოლო პუტინის ათწლეულების განმავლობაში განთქმული სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამა ჩავარდა. ეს ყველაფერი უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცისა და ოსტატობის პირდაპირი შედეგია, რომელსაც აძლიერებს დასავლეთის მხარდაჭერა,“ - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი წერს სტატიაში „CIA-ს ტრანსფორმაცია კონკურენციის ეპოქაში“, რომელიც 30 იანვარს ჟურნალ Foreign Affairs-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბერნსის შეფასებით, წარმატების გასაღები უკრაინისთვის, დასავლური დახმარების შენარჩუნებაშია. აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის ხუთ პროცენტზე ნაკლები, ეს არის შედარებით მოკრძალებული ინვესტიცია, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ანაზღაურებით შეერთებული შტატებისთვის და მნიშვნელოვანი ანაზღაურება ამერიკული ინდუსტრიისთვის. CIA-ს დირექტორის შეფასებით, იარაღის ნაკადის შენარჩუნება, უკრაინას უფრო ძლიერ მდგომარეობაში ჩააყენებს, თუ სერიოზული მოლაპარაკებების შესაძლებლობა გაჩნდება. „ის იძლევა შანსს უკრაინის გრძელვადიანი გამარჯვებისა და რუსეთისთვის სტრატეგიული ზარალის უზრუნველსაყოფად. ამ გადამწყვეტ მომენტში კონფლიქტისგან თავის შორს დაჭერა და უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა, შეერთებული შტატებისთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნებოდა,“ წერს ბერნსი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
CIA-ს ყოფილ პროგრამისტს, „ვიკილიკსისთვის“ მონაცემების გადაცემის გამო, 40 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
აშშ-ის სასამართლომ 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილ პროგრამისტ ჯოშუა შულტეს, რომელიც ინტერნეტპორტალ „ვიკილიკსისთვის“ კლასიფიცირებული მონაცემების გადაცემისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვაშია ბრალდებული. ამერიკელმა პროკურორებმა 35 წლის შულტისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვეს. მათ პროგრამისტის ქმედებებს „საიდუმლო ინფორმაციის ყველაზე დიდი არაავტორიზებული გამჟღავნება უწოდეს "აშშ-ის ისტორიაში, ხოლო თავად მონაცემების გაჟონვას - „ყველაზე დიდი CIA-ს ისტორიაში." სასამართლომ შულტე დამნაშავედ ცნო, ჯაშუშობასთან, კომპიუტერულ ჰაკერობასთან, სასამართლოს შეურაცხყოფასთან, FBI-ისთვის ცრუ ჩვენების მიცემასა და ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ დანაშაულების ჩადენაში. 2017 წელს „ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა მასალების სერია იმის შესახებ, თუ როგორ აკონტროლებდა CIA უცხოელ პოლიტიკოსებს, სავარაუდო ექსტრემისტებს და სხვებს მათი კომპიუტერული ქსელებისა და ელექტრონიკის, მათ შორის „ჭკვიანი ტელევიზორების“ გატეხვის საშუალებით. პროკურორებმა ასევე დაადგინეს, რომ შულტე სექსუალური ძალადობის ამსახველ ათასობით დაშიფრულ სურათსა და ვიდეოს ინახავდა. ისინი აღმოაჩინეს CIA-ს მონაცემთა გაჟონვის გამოძიების დროს. 2010 და 2011 წლებში საინტერნეტო-პორტალმა „ვიკილიკსმა“ ათასობით კლასიფიცირებული სამხედრო და დიპლომატიური შინაარსის დოკუმენტის გამოაქვეყნა, რის გამოც მის დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს აშშ-ში შესაძლოა, 175 წლამდე პატიმრობა დაემუქროს.
CIA-ს დირექტორი: დამატებითი დახმარების გარეშე, უკრაინაში კიდევ უფრო მეტ ავდიივკას ვნახავთ
აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე გამართულ მოსმენაზე უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ ის ცოტა ხნის წინ უკრაინას მეათე ვიზიტით ეწვია. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარის თქმამ, შესაძლოა, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგი გამოიწვიოს. მისივე შეფასებით, დამატებითი დახმარებით, უკრაინა შეძლება ფრონტის ხაზზე პოზიციის შენარჩუნებას 2024 წლის ბოლომდე და მომავალი წლის დასაწყისში, რაც მას უფრო ძლიერი პოზიციიდან მოლაპარაკების საშუალებას მისცემს. „ვფიქრობ, რომ 2024 წელს დამატებითი დახმარების გარეშე, ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ ავდიივკას უკრაინაში და ეს, ჩემი აზრით, შეერთებული შტატებისთვის უდიდესი ისტორიული შეცდომა იქნება," - განაცხადა უილიამ ბერნსმა. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ 17 თებერვალს განაცხადა, რომ ავდიივკიდან უკრაინული ჯარების გაყვანა დაიწყეს. კულება: შეხედეთ ბახმუტს, ავდიივკას, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები - ყველაზე იაფი და უსაფრთხო გზა უკრაინელების მხარდაჭერაა