ყაზახეთისა და ჩინეთის მთავრობები უვიზო რეჟიმის დანერგვას აპირებენ. რუსული მედიის ცნობით, ამასთან დაკავშირებით, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანონპროექტი მოამზადა.
თუ ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები აპირებენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დადგენილ ვადაზე მეტ ხანს დარჩენას, მაშინ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლამდე მათ შესაბამისი ვიზის მიღება უნდა მოითხოვონ. დოკუმენტს ხელი მოეწერება პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის სახელმწიფო ვიზიტის დროს ჩინეთში, მიმდინარე წლის 18-19 მაისს.