საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეძრწუნებულია 12 აპრილს გავრცელებული ვიდეოკადრებით, რომელიც სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროს სასტიკ მკვლელობას ასახავს.
„შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული. კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით!“ - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.