- WP: ამერიკული სამხედრო ბაზის თანამშრომელი დოკუმენტებს დახურულ ჩათში ე.წ. „გეიმერებისთვის აქვეყნებდა“
აშშ-ის სამთავრობო საიდუმლო დოკუმენტების მასობრივი გაჟონვის უკან დგას ახალგაზრდა, რომელიც სამხედრო ბაზაზე მუშაობდა. მან Discord-ის პლატფორმაზე მონაწილეთა ჯგუფს საიდუმლო დოკუმენტები გაუზიარა. ამის შესახებ WP იტყობინება.
მისივე თანახმად, დაახლოებით 20-კაციანმა ჯგუფმა, ძირითადად კაცებმა, 2020 წელს შექმნეს დახურული კლუბი პოპულარულ ონლაინ პლატფორმაზე - Discord.
„მაგრამ მათ ყურადღება მიიქციეს შარშან, როდესაც კაცმა, რომელსაც მოიხსენიებენ, რგორც OG, გზავნილი გამოაქვეყნა. ის ამტკიცებდა, რომ იცოდა საიდუმლოებები, რომლებსაც მთავრობა უმალავდა უბრალო ხალხს“, - წერს WP.
OG-ის შეტყობინებები რეგულარულად იგზავნებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში და თითქოს შეიცავდა დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტების ჩანაწერებს, რომლებზეც თავად OG.-მ მიუთითა, რომ სამსახურიდან - „სამხედრო ბაზიდან“ სახლში ჩაიტანა.
OG-მ ასევე განუცხადა თავის ჯგუფს, რომ საათობით მუშაობდა საიდუმლო დოკუმენტებზე, რათა გაეზიარებინა მეგობრებისთვის Discord სერვერზე. მოგვიანებით, დოკუმენტების ხელით კოპირებაზე დროის დაკარგვის ნაცვლად, დოკუმენტებს ფოტოები გადაუღო და სერვერზე ატვირთა. აღნიშნულია, რომ OG გასული წლის ბოლოდან კვირაში რამდენიმე დოკუმენტს აზიარებდა. ჯგუფის წევრის თქმით, OG არ იყო მტრულად განწყობილი აშშ-ს მთავრობის მიმართ და ამტკიცებდა, რომ ის არცერთ ქვეყანაში არ მუშაობდა.
გასულ კვირას The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონი იძიებს საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ფაქტს სოციალურ მედიაში.