სარაევოში ხელი მოეწერა „ერთობლივ დეკლარაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, ჟელკა ცვიიანოვიჩმა.
„სტრატეგიული პარტნიორობა განსაკუთრებული ურთიერთობაა. ეს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ორივე ქვეყანას. ჩვენ მზად ვართ ამ პასუხისმგებლობისთვის“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინა და აზერბაიჯანი გააგრძელებენ ერთად მუშაობას, როგორც სტრატეგიული პარტნიორები ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით", - აღნიშნა ალიევმა.