სტრასბურგში, ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გადაიდო

18 აპრილს, სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გადაიდო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
 
როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო.
 
შეგახსენებთ, პარლამენტის ტრიბუნიდან ყოველწლიური მოხსენების დროს, 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ 18 აპრილს ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავდა.

„ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.