უკრაინაში დაღუპული 29 წლის მებრძოლის, მიხეილ მაზანაშვილის ცხედარი მშობლიურ სოფელში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში გადაასვენეს.
თანასოფლელები დაღუპული მებრძოლის გადმოსვენებას საქართველოს და ევროკავშირის დროშებით დახვდნენ.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს. მანამდე თბილისის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდიც გაიმართა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.