უახლოეს კვირებში უკრაინა ფრანგული წარმოების 19 თვითმავალ საარტილერიო სისტემა „Caesar-ს“ მიიღებს. ამის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, იუწყება The Guardian-ი.
სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტროელს ლუნდ პულსენი დღეს ესტუმრა უკრაინელ ახალწვეულთა ბოლო ჯგუფს, რომლებიც სწავლებას გადიან დანიაში.
მთლიანობაში, დანიამ უკრაინას 6,2 მილიარდი დანიური კრონის მხარდაჭერა გაუწია.
ამ ზაფხულისთვის უკრაინა დანიისგან Leopard 1-ის ტიპის მთავარი საბრძოლო ტანკების მიღებას დაიწყებს.