როდესაც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მის ნათქვამს - კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ეპისტოლეს გამოეხმაურა, სადაც საუბარია პოლარიზაციაზე.
- ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
- ომი კი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტებაა, უფლის მცნებათა დარღვევაა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფა - პატრიარქი
„როდესაც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, რა თქმა უნდა, მას ყველა ვეთანხმებით და უფრო მეტიც, ვითვალისწინებთ მის ნათქვამს. ჩვენ ყოველ ჯერზე ვეცნობით ყურადღებით მის ეპისტოლეებს და გვაქვს მისი ეპისტოლიდან ამონარიდები სახელმძღვანელოდ. მას ვუდასტურებთ კიდევ ერთხელ სიყვარულს. ვულოცავთ აღდგომას და ვუსურვებთ, რომ დიდხანს ყოფილიყოს ქვეყნის იმედად და ბურჯად, როგორც ამდენი ათეული წლის განმავლობაში“, - განაცხადა წულუკიანმა.