უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 50-მდე გემი რუსეთმა კვლავ დაბლოკა შავ ზღვაში. ამრიგად, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე დაწერა,
მისივე შეფასებით, ომის შედეგები ყველაზე მოქმედებს.
თავის მხრივ, აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა დაადანაშაულა რუსეთი უკრაინის ეკონომიკის ჩახშობისა და საკვების ნაკადის შენელების მცდელობაში.
„ახლა 50-ზე მეტი გემი ბოსფორში ელოდება უკრაინის პორტებში შესვლის ნებართვას და მარცვლეულის ჩატვირთვას გაჭირვებულთა გამოსაკვებად. რუსეთი ცდილობს, დაახრჩოს უკრაინის ეკონომიკა და შეანელოს საკვების ნაკადი იმის ნაცვლად, რომ შეასრულოს შეთანხმების პირობები,“ - წერს ელჩი Twitter-ზე.
17 აპრილს რუსეთმა მეორედ დაბლოკა მარცვლეულის დერეფნის გავლით, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში გემების შემოწმება. 2023 წლის 18 მარტს უკრაინა, გაერო და თურქეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის 120 დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.