ორშაბათიდან თბილისის ქუჩები სისტემატურად მოირეცხება - კალაძე

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ორშაბათიდან, 24 აპრილიდან თბილისში დაიწყება ქუჩების მორეცხვა, რასაც სისტემატური ხასიათი ექნება.

"ვფიქრობ, რომ ორშაბათიდან, ჩვენ, უკვე კარგი ამინდებია, შეგვიძლია დავიწყოთ აღნიშნული სამუშოების წარმოება, რომელიც მიზნად ისახავს ქუჩების მორეცხვას, დასუფთავებას და ამას უნდა მიეცეს სისტემატური ხასიათი, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში, ძალიან მნიშვნელოვანია ქუჩები ირწყვებოდეს, სუფთავდებოდეს, მე მხედველობაში მაქვს საავტომობილო გზები, ქვეითად მოსიარულეები სადაც გადაადგილდებიან ტროტუარები, ყველაფერი უნდა იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული.

მინდა დავავალო ჩემ მოადგილეს, ანდრია ბასილაიას ამ პროექტის განხორციელება", - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიაში ამბობენ, რომ მორეცხვის სამუშაოები ღამით 12:00 საათიდან დაიწყება და დილის რვის ნახევრამდე გაგრძელდება.