პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბიურო სხდომაზე ხმაური მოჰყვა.
"აღნიშნული ინიციატივა დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში ოპოზიცია აყენებს.