WP: ეგვიპტე რუსეთისთვის რაკეტების წარმოებაზე უარს აცხადებს

The Washington Post-ის ცნობით, ეგვიპტის ხელისუფლებამ, შეერთებული შტატების ზეწოლის შემდეგ თქვა უარი რუსეთისთვის რაკეტების ფარულად წარმოებასა და მიწოდების განზრახვაზე და ამის ნაცვლად ეგვიპტე დათანხმდა უკრაინისთვის განკუთვნილი 152 და 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების გაყიდვას.

მარტის დასაწყისში აშშ-ის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებების შემდეგ, კაიროს ხელისუფლებამ შეაჩერა ამ გეგმის განხორციელება, წერს გაზეთი აშშ-ის დაზვერვის გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით.

დოკუმენტში არ არის მითითებუილ დაუბრუნდა თუ არა ეგვიპტის ხელისუფლება რუსეთის არმიისთვის იარაღის მიწოდების გეგმას, ან გადასცა თუ არა შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის განკუთვნილი დაპირებული საბრძოლო მასალა.